მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევილში ქართული ჯიშის ვაზის გასაშენებლად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა

ლევილი

ლევილში ისტორიულ-მემორიალური მუზეუმის ეზოში, 2250 კვ. მ მიწა და მის მიმდებარედ განთავსებული სამი მღვიმის ტერიტორიაზე ქართული ჯიშის ვაზის გასაშენებლად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

აუქციონის პირობები შემდეგია, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში იჯარის უფლებით გადაცემულ ქონებაზე უნდა გაშენდეს ქართული ჯიშის ვაზი, 48 თვეში კი ბიო წარმოება უნდა დაიწყოს.

აუქციონში გამარჯვებულმა, უნდა წარმოადგინოს წარმოების არა ნაკლებ ერთი წლის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ბიო ღვინის წარმოების სერტიფიკატი).

ასევე, ვალდებულებაა მეიჯარისთვის წლიურად წარმოებული ღვინის არა ნაკლებ 20%-ის გადაცემა.

„ლევილის მამულში ქართული ვაზი საქართველოს სახელმწიფომ 2026 წლის 23 სექტემბრამდე უნდა მოაშენოს, როგორც ამას ითვალისწინებს 2016 წლის 23 სექტემბერს ფრანგი ნოტარიუსის წინაშე გაფორმებული, მამულის გადმოცემის აქტი. იჯარის პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში იჯარის უფლებით გადაცემულ ქონებაზე უნდა გაშენდეს ქართული ჯიშის ვაზი; 48 თვეში კი ბიო წარმოება უნდა დაიწყოს. ყოველწლიურად წარმოებული ბიო ღვინის 20% კი ლევილის მამულს უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ. გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მოიჯარემ უნდა გააკეთოს არანაკლებ 100 000 ევროს ინვესტიცია (მათ შორის არანაკლებ 10 000 ევროს ინვესტიცია ერთი მღვიმის მოსაწყობად). სარგებლობაში გადაცემის ვადაა 10 წელი. ყოველწლიური საიჯარო ქირის გადახდა მოხდება წელიწადში ერთხელ. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე ბიო ღვინის წარმოების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე შესაბამისი საბანკო გარანტია“, – წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები