მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LG Energy Solution-ი აშშ-ში ელექტრობატარეების ქარხანას ააშენებს, ინვესტიცია $5.5 მილიარდია

641d61a669055
გიორგი არონია
25.03.23 00:05
658
კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, LG-ის შვილობილი LG Energy Solution-ი ამერიკის შტატ არიზონაში საწარმოო კომპლექსის აშენებას გეგმავს, რაშიც $5.5 მილიარდს დააბანდებს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ეს გადაწყვეტილება, ცხადია, ელექტრომობილებზე და, შესაბამისად, ელექტრობატარეებზე მზარდ გლობალურ მოთხოვნას უკავშირდება, რომლის დიდ წილს, სწორედ კორეული გიგანტი აკმაყოფილებს.

საწარმოო კომპლექსის პროექტი 27 გიგავატ-საათის სიმძლავრის ცილინდრული ბატარეების ქარხანას გულისხმობს, რომელშიც, ყოველწლიურად, 350 ათასი ავტომობილისთვის საჭირო ელექტრობატარეების დამზადება იქნება შესაძლებელი. ამასთან, LG კიდევ ერთი ქარხნის აშენებას გეგმავს, საუბარია 16 გიგავატ-საათის მოცულობის ქარხანაზე, რომელშიც, 2026 წლიდან, კომპანია ელექტროენერგიის შემნახველი სისტემების წარმოებას დაიწყებს.

საბოლოო ჯამში, ჩრდილოეთ ამერიკაში, LG შვიდი ქარხნის აშენებას გეგმავს, მათ შორის სამს კორეული გიგანტი General Motors-თან, ხოლო ერთს Honda-სთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ააშენებს. ამასთან, LG-ის ხელმძღვანელობა ქარხანას კანადაშიც ააშენებს, Stellantis-თან პარტნიორობით. შესაძლოა, კორეული გიგანტი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავტომწარმოებელთან, Toyota-სთან ერთადაც ვიხილოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები