LG უერთდება სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს და რუსეთის ფედერაციაში გაყიდვებს აჩერებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ LG აჩერებს ყველა პროდუქტის მიწოდებას რუსეთში. სამხრეთ კორეული კომპანია აღნიშნავს, რომ ის უკრაინაში მიმდინარე ომით "ღრმად შეშფოთებულია".
Apple-მა, Microsoft-მა, Samsung-მა და სხვებმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა უკვე შეწყვიტეს რუსულ ბაზარზე ახალი საქონლის მიწოდება.
LG-ის და Samsung-ის გადაწყვეტილებამ გავიდნენ რუსული ბაზრიდან რუსული საყოფაცხოვრებო და მსხვილი ტექნიკის ბაზარს მნიშვნელოვანი დარტყმა უკვე მიაყენა.