მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლგბტ-პროპაგანდისა და NGO-ების შესახებ კანონების ინიციირებისთვის იდეალური დროა შერჩეული - ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტისა და ლგბტ-კანონპროექტის ინიციირების დრო ძალიან სწორად იყო შერჩეული. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საერთო სახალხო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საზოგადოებაში ისმის კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდისთვის განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც არჩევნების შემდგომ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ უნდა გითხრათ: ნურავის გექნებათ ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. იცით, როგორი გამალებით ცდილობდნენ ცესკოს და სასამართლოს შერყევას. ცხადია, რომ ის ძალები, რომლების 2 და 4 წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა შეენახათ, ახლა, ქუჩაში ანიავებენ. ლგბტ-პროპაგანტისა და NGO-ების შესახებ კანონმდებლობის ინიციირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა, ერთი მხრივ ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო იდეალურად არის შერჩეული.

„ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას გავანაწყენებთ“, - თქვა მან.