მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიბანში ყველაზე მწვავე გვალვის გამო ქვეყნის უდიდესი წყალსაცავი დაიცალა

ლიბანი

ლიბანში, მდინარე ლიტანის რეზერვუარში წყლის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, რასაც წინ უსწრებდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მწვავე გვალვა, რომელიც მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აყენებს სოფლის მეურნეობას, ელექტროენერგიის წარმოებასა და წყლის ადგილობრივ მარაგებს.

როგორც მდინარე ლიტანის რეზერვუარის ეროვნული სამმართველო აცხადებს, მიმდინარე სეზონზე მდინარიდან ტბა ქარაუნში შემოდინება 45 მილიონ კუბურ მეტრს არ აღემატებოდა, როცა წლიური საშუალო მაჩვენებელი, როგორც წესი, 350 მილიონი კუბური მეტრია, გასულ წელს კი 230 მილიონი შეადგინა. ამასთან, მთავრობის განცხადებით, 61 მილიონი კუბური მეტრი წყალი, რომელიც ტბა ქარაუნში ამ დრომდე ხელმისაწვდომია, მწვავე დაბინძურების გამო, გამოუსადეგარია.

როგორც ლიტანის წყალსატევის ხელმძღვანელი მედიასთან აღნიშნავს, მიუხედავად 1989, 1990 და 1991 წლების გვალვისა, მიმდინარე წელი ლიბანისთვის ყველაზე მშრალია, წყლის დეფიციტის პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით დგას.

წყალსაცავში წყლის დონის კლების ფონზე, შეჩერდა მასზე მიბმული ჰიდროელექტროსადგურის ოპერირებაც, რამაც ფინანსური ზარალი გამოიწვია. ქვეყნის ენერგოგამანაწილებელ კომპანია “ლიბანის ელექტრიციტს” ელექტროენერგიის რაციონირების გაძლიერება მოუწია. ზოგ რეგიონში ენერგიის მიწოდების გრაფიკი დღეში 20 საათიდან 10-მდე შემცირდა.

ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ კლიმატის დათბობამ და ამინდის კანონზომიერების შეცვლამ ხელი შეუწყო ტემპერატურის მატებას და მშრალი სეზონების გახშირებას, რასაც თავისთავად მოყვა ნიადაგში ტენიანობის დაკარგვა და წყალსატევებში წლის დონის კლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები