მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბიამ სანავთობო პორტების ბლოკადის გამო $5 მლრდ დაკარგა

5ed0b358a5d30
BM.GE
29.05.20 10:57
966
ლიბიის ეკონომიკის დანაკლისი, რომელიც სანავთობო პორტების ბლოკადის გამო ქვეყანას მიადგა, დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ლიბიის ნაციონალურ ნავთობკომპანიაში აცხადებენ.

მარტის თვის ბოლოს კომპანია აღნიშნავდა, რომ სანავთობო ბლოკადის გამო დანაკლისი შეადგენდა ერთობლივად დაახლოებით 3,809 მილიარდ დოლარს.

"ერთობლივი დანაკლისი ამჟამინდელი დახურვის შედეგად შეადგენს 4 943 979 768 აშშ დოლარს, რისი კომპენსირებაც შეუძლებელია მარაგების ხარჯზე. ეს დიდი დანაკლისია ქვეყნის ეკონომიკისათვის მომავალში, ვინაიდან ამ თანხით შესაძლებელი გახდებოდა სახელმწიფო ხარჯების ნაწილის დაფარვა, როგორებიცაა ხელფასების გაცემა, საწვავის სუბსიდიები, ბრძოლა კორონავირუსის პანდემიასთან და სხვა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პანდემიამ უკვე იმოქმედა ძლიერი ეკონომიკის მქონე მსხვილ ნავთობ-სახელმწიფოებზე , - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები