მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ლიბია

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 10 000 დაკარგულად ითვლება, წყალდიდობა  ხმელთაშუა ზღვაში ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია , რომელმაც წაიღო შენობები და გაანადგურა აღმოსავლეთის სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი. დერნას მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ვაჰდას საავადმყოფოს დირექტორმა მოჰამად ალ-ქაბისიმ განაცხადა, რომ ქალაქის ორი რაიონიდან ერთ-ერთში 1700 ადამიანი დაიღუპა, მეორეში კი 500.

"გვამები ყველგანაა - ზღვაში, ხეობებში, შენობების ქვეშ", - განუცხადა სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჰიჩემ აბუ ჩკიუატმა Reuters-ს დერნაში ვიზიტის შემდეგ და დასძინა „არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ქალაქის 25% გაქრა, ძალიან ბევრი შენობა ჩამოინგრა“.

დერნას მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ადგილობრივმა ტელევიზიამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ლიბიის ოფიციალური პირების თქმით,  გარდაცვლილთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა.

აღმოსავლეთის სხვა ქალაქები, მათ შორის ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქი ბენღაზი, ასევე დაზარალდა ქარიშხლით. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტამერ რამადანმა თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი "დიდი იქნება".

„ჩვენი დამოუკიდებელი ინფორმაციის წყაროებიდან შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რაოდენობა ამ დროისთვის 10 000-ს აღწევს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ვიდეო ბმულით.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისში განაცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია  სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები