მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Libra - ახალი ციფრული ვალუტა, რომელიც უმსხვილეს ინტერნეტკომპანიებს გააერთიანებს"

5d86085f3b41d
ნუცა ბაზლიძე
22.09.19 10:00
4547
Facebook-ის იდეას, დააარსოს ახალი ციფრული ვალუტა - Libra, არაერთი უმსხვილესი ინტერნეტკომპანია შეუერთდა. მას მხარს უჭერენ ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიები, როგორებიცაა: eBay, Airbnb, PayPal, Amazon, Uber, Mastercard.

ლიბრას აპლიკაციის ჩამოტვირთვა ხელმისაწვდომი იქნება Facebook-ის Messenger-ითა და WhatsApp-ის საშუალებით.

„ლიბრა იქნება უნიკალური ვალუტა, რომელიც გააერთიანებს უმსხვილეს ინტერნეტკომპანიებს და მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სერვისის ყიდვა“, - აღნიშნავს ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი.

ეფრემ ურუმაშვილის განმარტებით, ლიბრა ფორმით ციფრული ვალუტაა, შინაარსობრივად კი, საგადამხდელო საშუალება, რაც მას მნიშვნელოვნად განასხვავებს ბიტკოინისგან.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური განვითარებისთვის ლიბრას ძირითადი პლატფორმა Libra Association იყენებს Bitfury-ს პროგრამულ ენა - Rust-ს. ეს ფაქტი Bitfury-სთვის მნიშვნელოვან აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორც ცნობილია, განიხილება იდეა, რომ ლიბრას შემთხვევაში, Facebook-ის მსგავსად, მოგება დაკავშირებული იყოს რეკლამებთან. შესაბამისად, ლიბრათი სარგებლობისას მომხმარებლებს არ უნდა ჩამოეჭრათ საკომისიო გადასახადი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო გადახდებთან შედარებით, ლიბრას გამოყენება ბევრად სწრაფი იქნება.

ეფრემ ურუმაშვილის განმარტებით, იმ ოპერაციების შესრულება, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე საბანკო დღე სჭირდება, ლიბრას საშუალებით რამდენიმე წამსა ან წუთში იქნება შესაძლებელი.
ლიბრა წარმოდგენილია როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საკრედიტო ბარათების ჩანაცვლების საშუალებად განიხილება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება უშუალოდ ფულით, ნებისმიერი წვდომადი ვალუტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები