ძლიერი პროფესიული ინსტიტუტები არ ვითარდება უძრაობით, ისინი მიზანმიმართულად სრულყოფენ ლიდერობის სტრუქტურას და მისი განხორციელების მოდელს. იურიდიულ კომპანია BLC-ის მენეჯმენტის არქიტექტურაში განხორციელებული უახლესი ცვლილებები ფირმის სწორედ ასეთ ევოლუციას ასახავს, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია მასშტაბის ზრდით, ინსტიტუციური სიმწიფითა და რეგიონული განვითარების გრძელვადიანი ხედვით.
2025 წლის ბოლოს, რომელიც კომპანიისთვის 25-ე საიუბილეო წელი იყო, BLC-იმ განახორციელა კოორდინირებული რესტრუქტურიზაცია, რომლის მიზანიც იყო კომპანიის სტრატეგიული მართვის, აღმასრულებელი მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა. ეს არის სწორედ ის მოდელი, რომელიც სულ უფრო მეტად ახასიათებს მრავალ იურისდიქციაში მოქმედ მოწინავე საკონსულტაციო ფირმებს.
დამფუძნებლების მმართველობიდან - ინსტიტუციაზე დაფუძნებულ მართვამდე
დაფუძნდა რა 2000 წელს, იმ დროს, როდესაც საქართველოს სამართლებრივი და ეკონომიკური ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე იყო, BLC ჩამოყალიბდა ქვეყნის უმსხვილეს იურიდიულ ფირმად და ყველა ძირითად იურიდიულ სპეციალიზაციაში სტაბილურ ლიდერად. გასული 25 წლის განმავლობაში, ფირმა მონაწილეობდა არაერთ ისეთ გარიგებაში, სასამართლო დავასა თუ სამართლებრივ რეფორმაში, რომლებმაც საქართველოს თანამედროვე ბიზნესგარემოს ფორმირებას შეუწყო ხელი, დაწყებული საბანკო და კაპიტალის ბაზრებიდან, ენერგეტიკით, ინფრასტრუქტურითა და უცხოური ინვესტიციების ჩათვლით.
ამ ზრდას თან სდევდა თანმიმდევრული შიდა ევოლუციაც. კომპანიის პარტნიორთა უმრავლესობამ კარიერა BLC-ში დაიწყო და ორგანულად, ეტაპობრივად დაწინაურდა ლიდერის პოზიციებამდე. ფირმის მოდელი ეფუძნება უწყვეტობას, დამსახურებაზე დაფუძნებულ პროფესიულ წინსვლასა და ინსტიტუციურ ერთგულებას და არა ფირმის ცალკეულ პიროვნებებზე დამოკიდებულებას.
უახლესი მმართველობითი ცვლილებები სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება:
სტრატეგიული ზედამხედველობა - საბჭოს დონეზე
რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, დამფუძნებელმა პარტნიორმა ალექსანდრე ბოლქვაძემ ყოველდღიური იურიდიული პრაქტიკიდან გადაინაცვლა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. ამ როლში იგი კვლავ აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას ფირმის სტრატეგიულ მართვაში და ყურადღებას გაამახვილებს კორპორაციულ მმართველობაზე, გრძელვადიან განვითარებაზე, ხელმძღვანელობის გადაცემადობასა და რეგიონულ გაფართოებაზე.
აღნიშნული ნაბიჯი წარმოადგენს აქცენტების გადანაწილებას. ყოველდღიური იურიდიული საქმიანობა სრულად გადადის პარტნიორებისა და შიდა გუნდების პასუხისმგებლობაში, ხოლო დამფუძნებლის მრავალწლიანი გამოცდილება კონცენტრირდება იქ, სადაც ის გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაზე დიდ ღირებულებას ქმნის - ინსტიტუციურ ხედვასა და მიმართულებაზე.
სტრატეგიულ მმართველობასა და ოპერაციულ იურიდიულ საქმიანობას შორის ასეთი გამიჯვნა უკვე დამკვიდრებული მართვის მოდელია საერთაშორისო იურიდიულ ფირმებსა და პროფესიულ საკონსულტაციო კომპანიებში.
მმართველი პარტნიორის როლის უწყვეტობა და სტრატეგიული ბიზნესის განვითარება
ქეთი ქვარცხავა აგრძელებს საქმიანობას მმართველი პარტნიორის პოზიციაზე და ამავდროულად, ფირმაში მოაქვს გამორჩეული ბიზნეს სამართლის პრაქტიკოსისა და ადვოკატის გამოცდილება, პარალელურად კი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას ფირმის საერთო სტრატეგიულ ბიზნეს განვითარებაზე. მისი მანდატი მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობას, ფირმის პოზიციონირებას ბაზარზე და გრძელვადიანი ზრდის სტრატეგიის ჩამოყალიბებას, როგორც პრაქტიკული მიმართულებების, ისე იურისდიქციების ჭრილში.
მმართველი პარტნიორის როლის უწყვეტობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ BLC-ში მმართველობითი ცვლილებები ევოლუციურ ხასიათს ატარებს. ქეთი ქვარცხავა კვლავაც ცენტრალურ როლს ასრულებს ფირმის სტრატეგიული მიმართულებისა და გრძელვადიანი ბიზნეს განვითარების ფორმირებაში. მისი პასუხისმგებლობები სცდება ყოველდღიურ მენეჯმენტს და მოიცავს კლიენტებთან ურთიერთობების ხელშეწყობას, ბაზარზე ფირმის პოზიციონირებას და ზრდის უზრუნველყოფას როგორც ახალი პროფილური მიმართულებების, ისე ახალი იურისდიქციების ჭრილში.
BLC-ის მმართველობის განვითარებადი სტრუქტურის კონტექსტში, მმართველი პარტნიორის როლი წარმოადგენს შემაკავშირებელ რგოლს პარტნიორთა, აღმასრულებელ მენეჯმენტსა და ფირმის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს შორის. ამ როლის შენარჩუნებით, ფირმა ხაზგასმით ადასტურებს მმართველობის უწყვეტობას და უზრუნველყოფს დისციპლინირებულ, ურთიერთობებზე დაფუძნებულ ზრდას, რომელიც დამყარებულია ინსტიტუციურ ღირებულებებზე.
აღმასრულებელი მმართველობა და ოპერაციული მენეჯმენტი
ფირმის მზარდი მასშტაბისა და საოპერაციო გამოწვევების გათვალისწინებით, თამთა ივანიშვილი, რომელიც კვლავაც ინარჩუნებს გამორჩეული პრაქტიკოსის სტატუსს სამართლის არაერთ სფეროში, იკავებს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ფირმაში. ამ როლში, იგი პასუხისმგებელია ფირმის აღმასრულებელ მენეჯმენტზე, ოპერაციულ კოორდინაციასა და ფირმის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაზე როგორც ფირმის ფილიალების, ისე სხვადასხვა დეპარტამენტების მასშტაბით.
დამოუკიდებელი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის შექმნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს BLC-ის ინსტიტუციური განვითარების გზაზე - ეს აჯანსაღებს აღმასრულებელ მენეჯმენტს და აპრობირებულია რამდენიმე ფილიალის მქონე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებისთვის. ეს მართვის მოდელი ამავდროულად აძლევს უფროს პარტნიორებს თავისუფალ დროს და სივრცეს იმისათვის, რათა კონცენტრირდნენ სერვისების დახვეწაზე, კლიენტების მომსახურებასა და სტრატეგიულ განვითარებაზე.
რეგიონული ზრდა და უზბეკეთზე ფოკუსი
BLC-ის მართვის რესტრუქტურიზაცია სრულ თანხვედრაშია ფირმის რეგიონულ ამბიციებთან. 2025 წელს ფირმამ გახსნა თავისი პირველი საერთაშორისო ოფისი ტაშკენტში, უზბეკეთში, რაც წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც ქართული იურიდიული ფირმა უცხოეთში საკუთარი ბრენდის ქვეშ გაფართოვდა.
ამ ზრდის მხარდასაჭერად, გიორგი ბათლიძე დაინიშნა უზბეკეთის მიმართულებით ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელად (Business Development Lead – Uzbekistan). მისი როლი მიზნად ისახავს უზრუნველყოს უზბეკეთის ოფისის განვითარება იმ ინსტიტუციური სტანდარტების, კულტურისა და განვითარების ტრაექტორიის შესაბამისად, რაც BLC-იმ საქართველოში ჩამოაყალიბა, და ამავდროულად, დარჩეს მგრძნობიარე ადგილობრივი ბაზრის დინამიკის მიმართ.
ზემოთ აღნიშნული როლის განსაზღვრა ასახავს რეგიონული გაფართოების გააზრებულ მიდგომას. BLC-ის მიზანია თანმიმდევრული, მმართველობის დისციპლინასა და გრძელვადიან ინვესტიციაზე დაფუძნებული განვითარება და არა სწრაფი, მხოლოდ ახალ ბაზარზე შესვლაზე ორიენტირებული პოლიტიკა.
უწყვეტობა, როგორც კონკურენტული უპირატესობა
განვითარებად და გარდამავალ ბაზრებზე სტაბილურობას ხშირად ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ინოვაციას. კლიენტები, ინვესტორები და მარეგულირებლები აფასებენ ინსტიტუტებს, რომლებიც ცვლილებებს ახორციელებენ საკუთარი იდენტობის დაკარგვის გარეშე.
სწორედ ამის დამადასტურებელია BLC-ის განახლებული მართვის სტრუქტურა. ფირმამ დახვეწა მართვის მექანიზმები და არ შეუცვლია თვითმყოფადობა, საკუთარი იდენტობა. მისი ღირებულებები - პროფესიონალიზმი, ეთიკა, პრაგმატული რჩევა და კლიენტისადმი ერთგულება უცვლელი რჩება, ხოლო მმართველობის მოდელი მორგებულია მასშტაბზე, მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებაზე.
25-წლიანი იუბილეს აღნიშვნისას, BLC კვლავ აღმოჩნდა მისთვის ნაცნობ გზაჯვარედინზე: მყარ საფუძვლებზე დაფუძნებული, თუმცა გააზრებულად მომზადებული მომდევნო ეტაპისთვის. უფრო სტრუქტურირებულ, ინსტიტუციაზე დაფუძნებულ მმართველობის მოდელზე გადასვლა ასახავს რწმენას, რომ პროფესიულ მომსახურებაში მდგრადი წარმატება ინდივიდებზე კი არა, იმ სისტემებზე იგება, რომლებიც მათ მიღმაც აგრძელებენ არსებობას.

























