მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიეტუვა და სლოვენია რუსეთს საჰაერო სივრცეს ჩაუკეტავენ

621a6cc06fd19
მარიამ ვარადაშვილი
26.02.22 22:11
985

რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს ლიეტუვა და სლოვენიაც დაუხურავენ. მანამდე საჰაერო სივრცის დაკეტვის შესახებ დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ჩეხეთმა და პოლონეთმა განაცხადეს. Reuters-ის ინფორმაციით, საჰაერო სივრცე რუსული კომპანიებისთვის რუმინეთმაც დაკეტა. 

FT წერს, რომ აკრძალვა შეეხება ყველა რუსულ ავიაკომპანიას, მათ შორის ყველაზე მსხვილ, სახელმწიფოს კუთვნილ “აეროფლოტსაც”. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაჯა კალასის განცხადებით, აგრესორი სახელმწიფოს თვითმფრინავების ადგილი დემოკრატიულ საჰაერო სივრცეში არ არის.

თავის მხრივ, კრემლმაც დააწესა საპასუხო საჰაერო სანქციები და დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები