მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი - როგორ ეხმიანებიან ევროპელი პოლიტიკოსები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?

ლიტვა

ევროპელი დიპლომატები, ლიეტუვას ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროდეპუტატები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს X-ის საშუალებით ეხმიანებიან.

ევროპელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დასავლეთი ახლოდან აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. თვალს ადევნებს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს.

BM.GE ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებს უცვლელად გთავაზობთ:

  • “საარჩევნო პროცესი თავისუფლებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. ნებისმიერ არჩევნებზე დარღვევების ბრალდებებს სერიოზულად ვეკიდები და საქართველოში სიტუაციის განვითარებას ახლოდან დავაკვირდები” - გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

  • “საქართველოს არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ცნობები დიდ შეშფოთებას იწვევს. თვალს ვადევნებთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს” - მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

  • “მთელი ლატვია ფრთხილად აკვირდება საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და ელოდება ეუთო/ოდირის შეფასებას საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. ვინიშნავთ ცნობებს არჩევნების დროს გამოვლენილი არაერთი დარღვევის შესახებ” - ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

  • “ქართული კოშმარი” ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს პარავს, ცდილობს, გააძლიეროს რუსული ან ბელორუსული გზები რუსულ წარსულში დასაბრუნებლად, ნაცვლად მისი მომავლის, თავისუფლების, დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებისა, ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში” - ჟიგიმანტას პავილიონსი, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) წევრი.

  • “ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს, თუმცა ცნობები ძალადობის, მოსყიდვისა და დაშინების შესახებ აჩვენებს, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ნამდვილი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველო ევროპული გზიდან გადახვევას რისკავს. ევროკავშირმა მოვლენების ეს განვითარება სერიოზულად უნდა მიიღოს და მტკიცედ დადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დასაცავად” - რიჰარდ კოლსი, ევროპარლამენტარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები