"ლიეტუვა მყარად დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით", - ასე ეხმაურება X-ზე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.
ლიეტუვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
"პრეზიდენტო, გისურვებთ სიძლიერესა და სიმამაცეს საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნებაში. საქართველოს ადგილი ევროპაშია", - წერს ნაუსედა.