ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
"საქართველო უკეთესს იმსახურებს. დამოუკიდებლობის დღიდან ორიოდე დღეში, ახალი კანონი დემოკრატიული ღირებულებების სახიფათო ჩამოშლაზე მიუთითებს და ქვეყანას ევროპისგან აშორებს.
ლიეტუვა ყოველთვის დაუჭერს მხარს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს", - წერს ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგასაც მიმართავს: "ძლიერად იყავი".