მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ლიეტუვის ელჩი

ლიეტუვას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. როგორც ლიეტუვის საელჩო იტყობინება, 2024 წლის 6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.

მანამდე, საქართველოში ლიეტუვის ელჩის პოზიციას ანდრიუს კალინდრა იკავებდა. მან 1 აგვისტოს დაასრულა თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში და ლიეტუვაში გაემგზავრა.

"მადლობა ყველა თქვენგანს, ბოლო გატარებული წლები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის დარჩება "განსხვავებულად", მრავალი გამოცდილებით, პიროვნული და პროფესიონალური ზრდითა და და მარცხით, ახლა კიდევ უფრო მეტი მეგობარი მყავს ლიეტუვასა და საქართველოში. ჩვენი ორი შესანიშნავი ქვეყანა ერთმანეთთან დაკავშირებულია ღრმა კავშირებით და თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ერთგულებით. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, ინიციატივებისთვის, საუბრებისთვის და დახარჯული დროისთვის", - დაწერა კალინდრამ საქართველოში მისიის დასრულებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები