მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.

საერთაშორისო მედია წერს, რომ საარჩევნო უბნების თითქმის 90% დათვლის შემდეგ ნაუსედამ ხმების დაახლოებით სამი მეოთხედი დააგროვა. მეორე ადგილზეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.

ნაუსედა პირველი ვადით 2019 წელს ისევ 26 მაისს აირჩიეს პრეზიდენტად.

ლიეტუვის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი 60 წლისაა, რომელმაც სამშობლოს საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლების შემდეგ განათლება გერმანიაში, მანჰაიმის უნივერსიტეტში გააგრძელა.

ნაუსედა მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაში შეიგრძნო დასავლური ცხოვრების წესი და დარწმუნდა, რომ საბაზრო ეკონომიკა ქვეყნის განვითარების ჭეშმარიტი გზაა.

ნაუსედას ეკონომისტად და ბანკებში ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. პოლიტიკაში წასვლამდე შვედური ბანკის SEB-ის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობდა. გასათვალისწინებელია, რომ შვედური SEB ლიეტუვის ყველაზე დიდი ბანკია.

ამასთან, ნაუსედა მშობლიური ალმა მატერის, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები