მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიკვიდირებულია ირანის დაზვერვის მინისტრი ისმაილ ხატიბი - ისრაელ კაცი

ისმაილ ხატიბი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ოთხშაბათს დილით გამართულ საგანგებო თათბირზე დაადასტურა, რომ ღამის განმავლობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ირანის დაზვერვის მინისტრი, ისმაილ ხატიბი ლიკვიდირებულია. ხატიბი ირანის რეჟიმის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნეოდა.

ისმაილ ხატიბი, რომელიც ამ პოსტზე პრეზიდენტ რაისის დროს დაინიშნა და მუშაობა პეზეშკიანის მთავრობისასაც გააგრძელა, მოჯთაბა ხამენეის ახლო გარემოცვის წევრად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ მის ლიკვიდაციას წინ ირანის „დე ფაქტო ლიდერი“ ალი ლარიჯანი და „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაურის ღოლამ რეზა სოლეიმანის მკველობა უძღოდა. მინისტრ კაცის თქმით, პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს "მწვანე შუქი აუნთო" და მისცა სრული თავისუფლება, გაანადგურონ ნებისმიერი ირანელი მაღალჩინოსანი, ვის მიზანში ამოღებასაც შეძლებენ.

თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა გაფრთხილებით დაასრულა და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში მოსალოდნელია „მნიშვნელოვანი სიურპრიზები“ ყველა ფრონტზე, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ომს ირანისა და ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. მისი თქმით, ისრაელი გააგრძელებს ირანის რეჟიმის იმ წარმომადგენლებზე "ნადირობას", რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტერორსა და საკუთარი მოქალაქეების მკვლელობაზე. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, დაზვერვის მინისტრის დაკარგვა ირანის შიდა უსაფრთხოების სისტემას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები