მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლილომოლი": პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ ლილოში მეტროს პროექტი განხორციელდება

5dd3d40c0bb50
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.19 16:22
3127
პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ ლილოში მეტროსადგურის პროექტი განხორციელდება, - ამის შესახებ “ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა გია კვარაცხელიამ პრემიერ გახარიასთან და ბიზმესუმბუდსმენთან კერძო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მრავალი ჭორი გავრცელდა ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 8 მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ ეს პროექტი განხორციელდება. ეს არის მეტროს ახალი სადგურები, რომლის ბოლო სადგური არის ლილო მოლში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისის აღმოსავლეთის მოსახლეობა ელოდება ამ პროექტის განხორციელებას”,- განაცხადა “ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება ბიზნესში არსებულ უფრო მასშტაბურ გამოწვევებს, გია კვარაცხელია ამბობს, რომ “ერთადერთი ძირითადი პრობლემა და გამოწვევა ბიზნესისთვის არის ლარი, რომელსაც ყველამ ერთობლივად უნდა მივხედოთ - ბიზნესმაც და სახელმწიფომაც”.

მიწისზედა მეტროს პროექტირებაში ფული დახარჯულია, მერია კი ახლა მსჯელობს - დააფინანსოს თუ არა პროექტი?



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები