ლინგუა - ასე ჰქვია სასწავლო ცენტრს, რომელიც 2016 წელს წელს მარნეულში გულია და რენა აჯალოვებმა დააარსეს. ცენტრი 6-წლის ასაკის ზემოთ ყველა ადამიანს შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილად დაეუფლოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენას და ამასთანავე, სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი კონსულტაციაც მიიღოს. 7 წლის განმავლობაში “ლინგუამ” არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის მარნეულში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია.
სტუმარი: გულია აჯალოვა - “ლინგუას” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად