მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონელ მესიმ მაიამიში $10-მილიონიანი სასახლე შეიძინა

ლიონელ მესი - მაიამი

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, რომელიც რამდენიმე თვის წინ სათამაშოდ მაიამის “ინტერში” გადავიდა, სამხრეთ ფლორიდის გარეუბანში $10.8 მილიონად შეფასებული სასახლე შეიძინა. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, უძრავი ქონება ალფონსო ნებოტ არმისენმა შეიძინა, რომელიც მესის ერთ-ერთი მენეჯერია და ფეხბურთელის პირად ფინანსებს უძღვება.

ლიონელ მესის ახალი სახლი, რომელიც ფორტ-ლოდერდეიში მდებარეობს, 975 კვადრატული მეტრის ფართობისაა, ხოლო ტერიტორიაზე რვა საძინებელი, სამადგილიანი ავტოფარეხი და აუზი აქვს. უკანასკნელად, 2022 წლის მაისში, ეს უძრავი ქონება $9 მილიონად გაიყიდა, რაც არასრულ წელიწად-ნახევარში, ფასის 20%-იან ზრდას წარმოადგენს. თავად სახლი 15-წუთიან სავალზე მდებარეობს “დრაივ პინკის სტადიონიდან”, სადაც მაიამის “ინტერი” თამაშობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესი მაიამის შემოგარენში, სანი-აილს-ბიჩზე კიდევ ერთ სახლს ფლობს, რომელიც $7.3 მილიონადაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი, რომელიც ამ დრომდე, პარიზული “PSG”-ს ღირსებას იცავდა, დევიდ ბექჰემის მაიამის “ინტერში” 15 ივლისს გადავიდა და ფაქტობრივად მყისიერად, ამერიკაში ფეხბურთის ცნება თავდაყირა დააყენა. ლიონელ მესის ტრანსფერის გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში, მაიამის “ინტერის” სეზონური ბილეთები სრულად ამოიყიდა. ამასთან, მეტად პოპულარული გახდა თავად ამერიკის საფეხბურთო ლიგა - “მეიჯერ ლიგ სოკერი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები