ლიპყინულის გამო, ქუთაისის აეროპორტში შატლების გადაადგილება დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge-ის აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა სანამ გზები არ გაიწმინდება, შატლები ვერ გავა, რომლის მოძრაობაც 7 საათიდან შეჩერებულია.
საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ქუთაისის აეროპორტში ქალაქთან დამაკავშირებელი შატლი გაჩერებულია.
"ქუთაისის აეროპორტში წამსვლელ- ჩამომსვლელებო, ქალაქთან დამაკავშირებელი შატლის იმედად არ იყოთ. ავტობუსი ამოქოქილია, მძღოლი წამოწოლილია, მაგრამ არ ვმუშაობთო. რატომთქო..ცას ახედა, ამინდიო. გზაზე თოვლია, მაგრამ გაუვალი არ არის. პრიუსის ტაქსით ჩამოვედი ქალაქამდე. გზაზე რომ თოვლია, ვისი პასუხისმგებლობაა?! სადმე, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში შატლის გაჩერება თოვლის გამო თუ გინახავთ?",- წერს მოქალაქე.
განახლება: შატლები მუშაობას 13:00 საათიდან განაახლებენ.
"მგზავრთა საყურადღებოდ! ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქის მიმართულებით 13:00 საათიდან აღდგება. მხოლოდ ორივე მიმართულებით კი 15:00 საათიდან განახლდება მოძრაობა", - წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,




























