მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის აღდგება ბათუმში გაზის და დენის მიწოდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - მერის განცხადება

ბათუმი

უხვი ნალექის გამო, ბათუმის ნაწილს გაზი და დენი არ მიეწოდება. შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ბათუმში, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ყველა კომუნიკაციის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. ამასთან, აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი.

"მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანდა 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს.

დღის განმავლობაში აღმოფხვრილი იქნება დაზიანება და ეტაპობრივად აღდგება წყალმომარაგება. ამავდროულად, ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა მინიმალური შეფერხებები ჰქონდეს ჩვენს თანაქალაქელებს წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ნაწილში.

გამოდარებასთან ერთად, გაიწმინდება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი”, - აცხადებს ბათუმის მერი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების ცნობით, კომუნიკაციების აღდგენის ვადა 25 თებერვლის დღის ბოლოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები