მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლისი ტოპოგრაფის უბანში მიწის ნაკვეთების ფასები იზრდება

6458d554a2598
BM.GE
08.05.23 15:05
2328
ლისი ტოპოგრაფი კერძო სახლების ახალი უბანია ლისის ტბის ნაპირთან, რომელიც 244 მიწის ნაკვეთთან ერთად აერთიანებს ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს: 5 გამწვანებულ პარკს, კალათბურთის, ფეხბურთისა და ჩოგბურთის მოედნებს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, 5 კილომეტრი სიგრძის ველობილიკს. ლისი ტოპოგრაფის დაცული და დახურული უბანი ლისის ტბიდან მხოლოდ 500 მეტრშია განთავსებული.

ტერიტორიაზე დასრულებულია ნაკვეთებთან ცენტრალური კომუნიკაციების მიყვანის სამუშაოები და მაისის ბოლოს აქტიურად იწყება დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები - უბანში არსებული გზების, განათების, პარკების და სკვერების კეთილმოწყობის პროცესი.

პროექტის გაყიდვები 2021 წელს დაიწყო. უბანი ოთხი სექტორისგან შედგება და ტერიტორიის 70%-მდე უკვე გაყიდულია. აქტიურად მიმდინარეობს სახლების პროექტირება და ათეული სახლის მშენებლობაც უკვე დაიწყო.

A და B სექტორებში ნაკვეთების 90%-ზე მეტი გაყიდულია, C სექტორის ნაკვეთების 50%-საც უკვე ჰყავს მესაკუთრე, ხოლო D სექტორის ნაკვეთები კომპანიამ წლის დასაწყისში გამოიტანა გასაყიდად.

„პროექტის დაწყებიდან დღემდე ეტაპობრივად იზრდებოდა მიწის ნაკვეთების ღირებულება. ფასების ზრდის შემდეგი ეტაპი მაისი თვის ბოლოდან არის დაგეგმილი, შესაბამისად ისინი ვისაც ლისი ტოპოგრაფში მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილი აქვთ, ვურჩევთ არ გადადონ, ვინაიდან უახლოეს პერიოდში მიწის მინიმალური ღირებულების 10-15%-ით გაზრდაა დაგეგმილი, ნაკვეთების არჩევანიც ყოველდღიურად მცირდება“ - აცხადებენ კომპანიაში.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები