მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) თბილისში რამდენიმე მსხვილი დეველოპერული პროექტის გაყიდვებს მართავს

ნინო აბსანძე
14.12.23 11:11
2317

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) აქტიურად მუშაობს უძრავი ქონების სექტორში და ეხმარება დეველოპერულ კომპანიებს მოთხოვნადი, მოგებიანი პროექტების შექმნაში და გაყიდვების მართვაში.

კომპანიის გუნდის გამოცდილება უკავშირდება საქართველოს უძრავი ქონების სექტორში მოქმედ ყველაზე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს და პროექტებს, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი.

დღეს გვესაუბრება საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი ნინო აბსანძე.

რას მოიცავს თქვენი მომსახურება?

ჩვენ კლიენტებს ვემსახურებით დეველოპმენტის ყველა ეტაპზე, რაც მოიცავს მიწის შერჩევას, კონცეფციის დეველოპმენტს, არქიტექტურულ პროექტში ჩართულობას, მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და მის აღსრულებას.

ჩვენი 20 წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ყველაზე სანდო და საჭირო პარტნიორები ჩვენი კლიენტებისთვის, რათა მათთან ერთად სწორად დავგეგმოთ და აღვასრულოთ პროექტის გაყიდვები.

რა მიმდინარე პროექტები აქვს ამჟამად კომპანიას?

GREA არაერთ დეველოპერულ პროექტს მართავს ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია უბნური ტიპის დასახლება „ლისი ტოპოგრაფი“, სადაც ჩვენს მიერ დაიგეგმა პროექტის კომერციული სტრატეგია და 2 წლის განმავლობაში 30 მილიონამდე ღირებულების მიწის ნაკვეთების გაყიდვა განვახორციელეთ.

რამდენიმე თვის წინ ბაზარზე წარვადგინეთ ახალი, გამორჩეული საცხოვრებელი უბანი ძველ თბილისში „არსენალი რეზიდენსი“, რომელიც სამების საკათედრო ტაძრიდან 650 მეტრში ვითარდება. ამ პროექტში პროდუქტის დეველოპმენტის ეტაპიდან ჩავერთეთ, განვავითარეთ ბრენდი და ახლა აქტიური გაყიდვების ეტაპზე ვართ. პროექტმა მოკლე დროში უკვე დაიმკვიდრა ადგილი უძრავი ქონების ბაზარზე, რაც ძალიან გვეამაყება.

გვაქვს სხვა პროექტებიც და ასევე აქტიურად ვმუშაობთ საკონსულტაციო მიმართულებითაც. დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფს“ ახალი პროექტის კონცეფციის დეველოპმენტის შემუშავებაში ვეხმარებით. საკონსულტაციო მიმართულებით ჩვენი სხვა სერვისებია მაგალითად გაყიდვების პროცესის გამართვა, CRM-ის დანერგვა, გაყიდვების გუნდის ტრენინგი და ა.შ.

რა გეგმები აქვს კომპანიას?

2023 წელს ჩვენი სერვისების მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გავაძლიერეთ ჩვენი რესურსები და განვიხილავთ რამდენიმე ახალი პროექტის დამატებას ჩვენს პორტფელში, როგორც პროექტების კომერციული მიმართულების მართვის, ისე საკონსულტაციო მიმართულების ნაწილში.

ჩვენს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.grea.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები