ლისინ ივენთი ანბანის კოშკთან Batumi Festival–ის გრანდიოზული გახსნისთვის ემზადება. დღეს, 16 ივლისს, ყველაზე მასშტაბური ფესტივალი ანბანის კოშკთან სხვადასხვა ასაკის, ინტერესისა და გემოვნების ადამიანებს გააერთიანებს.
საღამოს 10 საათზე მსმენელის წინაშე წარსდგება ყველასათვის საყვარელი შემსრულებელი თამადა. ფესტივალს კი 6 საათზე ბენდი სისაიდი გახსნის, რის შემდეგაც აჭარის აკადემიური ანსამბლი არსიანი კი ქართული კულტურის ელემენტებს შემოგვთავაზებს. ფესტივალზე იმღერებს სოფო ხალვაში ბენდთან ერთად. ფესტივალს ფეიერვერკების შოუ გააფორმებს.
ელექტრონული მუსიკის მოყვარულების განწყობაზე დიჯეები: Tobako Tween, ბექა კალანდაძე, ბენე, ჩიკი და Goldman იზრუნებენ.
პროექტში კერძო კომპანია ლისინ ივენთმა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დასაქმებას და ბათუმსა და აჭარის რეგიონში ტურისტული პოტენციალის ზრდას. ფესტივალის ფარგლებში 400–მდე საქართველოს და უკრაინის მოქალაქე დასაქმდა. ორგანიზატორების თქმით, მათი სურვილია, რომ დასაქმებულ ახალგაზრდებს თვითგანვითარების შანსი მიეცეთ და აქ მიღებული გამოცდილებით, მომავალში თავადაც შეძლონ საკუთარი ბიზნესების წარმართვა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც დაეხმარება როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე უკრაინის მოქალაქეებსაც. ბათუმის ფესტივალზე სექტემბრის ბოლომდე გაიმართება ადგილობრივი და უკრაინელი დიჯეებისა და სოლო შემსრულებლების თუ ბენდების უფასო მუსიკალური კონცერტები.
ფესტივალის ორგანიზატორი ლისინ ივენთი ბათუმის ფესტივალის სტუმრებს ზღვა ემოციას პირდება. ფესტივალზე მისულ ადამიანებს 6 განსხვავებული და მრავალფეროვანი ზონა დახვდებათ: საკვები ზონა, საბავშვო გასართობი ზონა, საშოპინგო ზონა, გასართობი ზონა, ღია კინოთეატრი, ბარების ზონა.
საკვებ ზონაში გურმანებს საინტერესო კულინარიული თავგადასავლები ელით – აქ მათ ქართული და აზიური გემოების შერწყმა დახვდებათ.
საბავშვო ზონის ანიმატორები თქვენი პატარების გართობაზე იზრუნებენ. აქ პატარებს ანიმატორებთან ერთად, სხვადასხვა ვორქშოპები თუ არკადული თამაშები დახვდებათ.
შოპინგის მოყვარულებს ხელნაკეთი ნივთების მასშტაბური გამოფენა ელით: აქსესუარები, ტანსაცმელი, ნახატები და მრავალი სხვა მრავალფეროვანი და ორიგინალური ნივთი.
ბათუმის ფესტივალი არც ფილმებისა და სპორტის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს – ღია კინოთეატრის ზონაში ფილმებისა და სპორტული თამაშების ჩვენებები მოეწყობა.
გასართობ ზონაში შეძლებთ სრულიად უფასოდ მოუსმინოთ თქვენს საყვარელ სოლო მუსიკალურ შემსრულებლებს, დიჯეებსა და ბენდებს.
ბარების ზონაში კი კონცეპტუალური ტიპის ბარები დაგხვდებათ, თავისი საოცარი გაფორმებებით.
ფესტივალზე ასევე დაგხვდებათ არაერთი ორიგინალური და ლამაზი ინსტალაცია, მათ შორის ქართული ანბანის 33 მნათი ასო, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.
არ გამოტოვოთ ზაფხულის მთავარი დღესასწაულის, ბათუმის ფესტივალის გრანდიოზული გახსნა! ესტუმრეთ ბათუმი ფესტივალს ანბანის კოშკთან და მიიღეთ ზღვა ემოცია!
NS