მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლითონის სამშენებლო მასალებზე ფასები გაიზარდა - GRC

62344d60b9fc2
მარიამ ვარადაშვილი
18.03.22 16:44
1687
“ჯი არ სი” (GRC), რომელიც უკვე 19 წელია ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოს ბაზარზე და პარტნიორები უკრაინაშიც ჰყავს. როგორც bm.ge-ს კომპანიაში უთხრეს, ამ ქვეყნიდან ლითონის რულონები და შავი ლითონის სხვადასხვა მზა ნაწარმი შემოაქვთ და უკრაინიდან იმპორტის დიდი ნაწილი სწორედ „ჯი არ სი“-ზე მოდის.

"2021 წლის განმავლობაში უკრაინიდან შემოტანილი პროდუქცია მთლიანი იმპორტის 15%-ს შეადგენდა, თუმცა უკრაინა ერთადერთი მომწოდებელი არ იყო ჩვენთვის. ამ ეტაპზე ვმუშაობთ არსებულ სხვა პარტნიორებთან. ასევე აქტიურად ვმუშაობთ სხვა ალტერნატივების მოსაძიებლად. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ მომხმარებლისთვის სამშენებლო მასალების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად”, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, პროდუქტის შეთავაზებისას ყოველთვის გათვალისწინებულია ფასების ტრენდი რეგიონში.

„დღეისათვის ნედლეულიც და მზა პროდუქციაც გაძვირებულია, რაც მიმდინარე ომის ფონზე მიწოდების ჯაჭვის რღვევით არის განპირობებული. ჩვენც მოგვიწია შესაბამისი რეაგირება. კომპანიას მსგავს სიტუაციაში მოქმედების დიდი გამოცდილება აქვს. „ჯი არ სი“ ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებელზე და პროდუქციას, საუკეთესო პირობებში და უწყვეტად სთავაზობს მათ", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები