მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლივერპულის” ვარსკვლავმა ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა Adidas-თან $26 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ალექსანდერ არნოლდი

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ “ლივერპულის” განაპირა მცველმა ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა სპორტული ტანსაცმელების ბრენდ “Adidas-თან” მრავალწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

აქამდე ინგლისელი ბავშვობიდან “Under Armour-ის” სახე იყო, თუმცა “Adidas-ის” მდიდრულ წინადადებაზე უარი ვერ თქვა. როგორც ცნობილია, არნოლდი შეთანხმების მიხედვით 26 მილიონ ევროს მიიღებს, ყოფილი ბრენდისგან კი წელიწადში 1,6 მილიონს გამოიმუშავებდა.

გერმანული ბრენდი ფეხბურთელში უდიდეს პოტენციალს ხედავს და ფიქრობენ, რომ ის სულ მალე დაჩრდილავს თავის თანაგუნდელ ვირჯილ ვან დაიკს, რომელიც ამჟამად “ლივერპულელებს” შორის “Adidas-ის” პირველი სახეა.
ცნობისთვის, ალექსანდერ არნოლდს ლივერპულელებთან 4 წლიანი 37,5 მილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 9,3 მილიონ გირვანქას გამოიმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები