მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიზ ტრასმა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

63495bd18337e
გიორგი თოლორდავა
14.10.22 16:52
853
პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, კვასი კვარტენგის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

კვარტენგი უშუალოდ იყო პასუხისმგებელი მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმის შემუშავებაზე, რომელსაც მოსახლეობის, ინვესტორების, ტრეიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უაღრესად კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის ანონსმა ბრიტანული სტერლინგისა და ფასიანი ქაღალდების რეკორდული გაუფასურება გამოიწვია, მთავრობა კი უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

კვარტენგის ინიციატივა გადასახადების შემცირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამებს მოიცავდა და ის მიზნად ინფლაციის შემცირებას ისახავდა, თუმცა IMF-ის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ფისკალური პაკეტი უფრო მეტად ზრდიდა ინფლაციის გამწვავებისა და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავების რისკებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები