დიდი ბრიტანეთის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, აპრილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის და ეთერიუმს ობლიგაციების, ე.წ. ETN-ების ვაჭრობა დაიწყება.
LSE-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბროკერებს და ემიტენტებს უკვე შეუძლიათ განაცხადის შეტანა კრიპტო ETN-ების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ისინი საფონდო ბირჟაზე დალისტვის უფლებას მიიღებენ.
ლონდონის საფონდო ბირჟა სათავეს ჯერ კიდევ 1801 წლიდან იღებს და ის პლანეტის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ბირჟაა, სადაც ბიტკოინის და ეთერიუმს გამოჩენა პირდაპირ კავშირშია კრიპტოინდუსტრიის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების პოზიციის ცვლილებასთან და უოლ-სტრიტზე ბიტკოინის ETF-ების გამოჩენასთან. მოგეხსენებათ, ამ მოვლენის შემდეგ, ინდუსტრიამ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ინვესტორების მხრიდანაც კი მოიპოვა აღიარება და ლეგიტიმაცია.
როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში კრიპტოაქტივების დამატებას სხვა გლობალური ბირჟების ხელმძღვანელებიც გეგმავენ.