მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიზინგი ხელმისაწვდომია, მაგრამ ძალიან ძვირის გადახდა გვიწევს"- კერძო სექტორი საქართველოს სალიზინგო მომსახურებას აფასებს

5e4533863fc25
ანა ჯოხაძე
13.02.20 15:48
1081

“ლიზინგი ხელმისაწვდომია, მაგრამ ძალიან ძვირის გადახდა გვიწევს”- ასე აფასებს შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "მეგაპლასტის" დამფუძნებელი საქართველოში სალიზინგო მომსახურებას.

ზაზა მჭედლიშვილი ამბობს, რომ დღეს ხელმისაწვდომობის პრობლემა ნაკლებად არის, თუმცა ლიზინგი მცირე და საშუალო საწარმოებს ძვირი უჯდებათ.

"ლიზინგი ხელმისაწვდომი არის, მაგრამ ძალიან ძვირის გადახდა გვიწევს. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი სალიზინგო კომპანიიის პროდუქტის მომხმარებელია, მაგრამ ფინანსურად ძალიან ძვირი გვიჯდება ეს, რაც საწარმოს აწვება და განვითარებაში გარკვეულწილად ხელს უშლის. თუ იქნება ხელმისაწვდომობა და სალიზინგო პროდუქტები, ახალი ტექნოლოგიები მარტივად მოსაზიდი იქნება კომპანიისთვის, განვითარება გარდაუვალია.

ჩვენი საწარმოს მაგალითი რომ ავიღოთ, ძალიან ბევრი პროდუქტი გვიდევს, მაგრამ გვიდევს თაროზე, რადგან ტექნოლოგია, დანადგარი და შესაბამისი ფინანსები არ გვაქვს “-აცხადებს ზაზა მჭედლიშვილი შპს მეგაპლასტი დამფუძნებელი.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები