მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lockheed Martin-ი აშშ-ის ხელისუფლებისთვის რაკეტის ბირთვულ-თერმულ ძრავს შექმნის

თერმობირთვული ძრავი - Lockheed Martin

რაკეტის პირველ ბირთვულ-თერმულ ძრავს, რომელსაც კოსმოსში გამოცდიან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და NASA-ს დაკვეთით, ამერიკული კორპორაცია, Lockheed Martin-ი შექმნის. პროექტს DRACO ჰქვია, ხოლო მისი კურატორი კვლევისა და განვითარების ფედერალური ორგანიზაცია, Darpa იქნება, რომელთანაც Lockheed Martin-მა ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ახალ ძრავს ამერიკული კომპანია ექსპერიმენტული კოსმოსური ხომალდის, X-NTRV-ის დახმარების გამოცდის, ხოლო კოსმოსში რეალური გაფრენის თარიღად 2027 წელი სახელდება.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება $500 მილიონს შეადგენს, რომელიც თითქმის თანაბრად ნაწილდება NASA-ზე და Darpa-ზე. თუ აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს დაფინანსება, ძირითადად, ძრავის განვითარებას მოხმარდება, Darpa-სგან მიღებული კაპიტალით Lockheed Martin-ი ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. რაკეტის კოსმოსში გაშვებაზე კი, პასუხისმგებლობას აშშ-ის კოსმოსური ძალები აიღებს.

ბირთვულ-თერმული ძრავის იდეა ახალი არ არის, პირიქით - სწორედ ეს ტექნოლოგია ითვლება იმ დამატებით ფაქტორად, რომელმაც, წესით და რიგით, მარსამდე მისასვლელად საჭირო დრო დრამატულად უნდა შეამციროს და შესაბამისად, წითელი პლანეტის ათვისება უფრო მარტივი გახდეს. ბირთვულ-თერმული ძრავა უფრო დიდ ძალას უფრო ეფექტიანად გამოყოფს და თან, სხვა ძრავებთან შედარებით, ამას ტექნოლოგიურად უფრო მარტივად აკეთებს.

ბირთვულ-თერმული ძრავის აწყობის პროცესში, Lockheed Martin-ი ასევე ამერიკულ BWX Technologies-თან ითანამშრომლებს - სწორედ ეს კომპანია შექმნის რეაქტორს, რომელშიც ბირთვის გახლეჩა მოხდება. ამასთან, პროცესში აქტიურად ჩაერთვება აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, რომელიც კომპანიას რეაქტორისთვის საჭირო ურანით მოამარაგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები