მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოგან პოლის სპორტული სასმლის გაყიდვებმა $1.2 მილიარდს გადააჭარბა

Prime

“Prime” - ასე ეწოდება ინფლუენსერ-მოკრივე ლოგან პოლისა და ბრიტანელი სოციალური მედიის პერსონის KSI-ის სპორტულ-ენერგეტიკულ სასმელს, რომლის წლიური გაყიდვების ღირებულებამ 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Bloomberg-ის ცნობით, გაყიდვების მაჩვენებლით სასმელი გახდა ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი სხვა გამაგრილებელ სასმელებთან შედარებით.

“Prime” ერთი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ ამ დრომდე 1 მილიარდ ბოთლზე მეტია გაყიდული მსოფლიო მასშტაბით.
სასმლის ასეთი წარმატებით გაყიდვა განაპირობა მდიდრულმა სასპონსორო შეთანხმებებმა ისეთ სპორტულ კომპანიებთან, როგორებიცაა: UFC, Los Angeles Dodgers და Arsenal.

“Prime” გამოირჩევა არატრადიციული გემოებითა და არომატებით, რომელიც სპეციალურად მისთვისაა შექმნილი. მაგალითისთვის სასმლის არომატებია ყინულის პოპი და მეტა მთვარე, რომლებიც შეიცავენ ბამბის საღეჭი რეზინის ექსტრაქტებს.

მისი ყველაზე დიდი დისტრიბუტორები სუპერ მარკეტები “Walmart” და “Target” არიან და როგორც ცნობილია, უკვე ისეთ ბრენდებს უწევს კონკურენციას, როგორებიც “Gatorade” და “Pepsico” არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები