მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოგიკურია, რომ მთავრობისთვის EU-ს მიერ გამოყოფილი €100 მლნ სამოქალაქო სექტორზე გადანაწილდეს - თამარ ხიდაშელი

tamar khidasheli

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორის და იურისტის თამარ ხიდაშელის განცხადებით, ბორელის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი 100 მლნ ევროს დაფინანსება, მთავრობას აღარ გადაეცემა და სამოქალაქო სექტორზე გადანაწილდება, ლოგიკურია, ვინაიდან ევროკავშირი ამაზე საქართველოს მთავრობას ორი წლის განმავლობაში აფრთხილებდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში "ანალიტიკა" ისაუბრა.

ხიდაშელის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები მკაფიოდ ეუბნებოდნენ, რომ ევროინტეგრაციის გზას თუ არ დაუბრუნდებოდნენ, სანქციები გარდაუვალი იქნებოდა. მისივე თქმით, დახმარება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია საშუალებებს მოხმარდება, შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ საქმიანობა და მცდელობები გააგრძელონ დემოკრატიის მშენებლობის საქმეში.

„მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიოდნენ და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვასიტყვით უღეჭავდნენ, რომ "თუ არ დაბრუნდებით ევროინტეგრაციის გზაზე, სანქციები იქნება, დახმარებებს შევაჩერებთ"-ო. ეს ამ პროცესის ლოგიკური დაგვირგვინებაა", - ამბობს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა 2023 წელს არ მიდიოდა ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ქართველი ხალხისთვის იყო გზავნილი იმისა, რომ ისინი ხალხის ბრძოლას ხედავენ.

"კანდიდატის სტატუსის მოცემაც ხომ ზუსტად ვიცით, რომ ნამდვილად იყო ევროკავშირის გზავნილი ქართველი ხალხისადმი, სადაც გვითხრეს, რომ „ჩვენ ვხედავთ თქვენს ბრძოლას“. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ნოემბერშიც ნათელი იყო, რომ საქართველო არ მიდიოდა ევროინტეგრაციის გზაზე, ქართველ ხალხს სტატუსი მისცეს", - აცხადებს თამარ ხიდაშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები