მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლოიალურობა დაუშვებელია” - მთავრობა ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად განახლებულ გეგმას შეიმუშავებს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად შესაბამისი სამინისტროები განახლებულ გეგმას შეიმუშავებენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება დაუშვებელია და რეალიზატორების მიმართ პოლიტიკა მაქსიმალურად მკაცრი იქნება.

“კიდევ უფრო მეტია საჭირო, კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები. არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. მათ შორის, არის ასეთი ტერმინიც დამკვიდრებული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ვუწოდებთ. შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ღირებულებებსაც. ამ ე.წ. ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე. ჩვენ გვჭირდება მათზე ზრუნვა, რომ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე, ეს უნდა იყოს ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება რეალიზატორებს, მაქსიმალური სიმკაცრე გვჭირდება, ასევე ყურადღებაა მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე. ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, მინდა ვთხოვო, შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ",- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები