მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოჯისტიკური ჰაბის შექმნა დაალაგებს ქაოსს, რომელიც დედაქალაქსა და ქვეყანაშია" - შოთა ბურჯანაძე

5e4104ac8a5c2
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.20 19:20
2139
“ლოჯისტიკური ჰაბის შექმნა დაალაგებს იმ ქაოსს, რაც დღეს ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაშია”, - ამის შესახებ BM.GE-ის რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობი შესახებ საუბრისას განუცხადა.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამ სექტორში არსებული მდგომარეობა მძიმეა.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ბიზნეს წრეების ერთად ყოფნა, გარკვეულწილად კონკურენტული ბიზნესების ერთად დაჯდომა,  დადებითად არის შესაფასებელი.

რაც შეეხება ლოჯისტიკის სფეროს განვითარებას, დადგა ქვეყანაში ის პერიოდი, რომ აუციელებელია ამ მიმართულების განვითარება. სულ მარტივად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს ქალაქში არსებული სატრანსპორტო მდგომარეობის დალაგება. მეორე - რეალურად ლოჯისტიკური ჰაბის შექმნა დაალაგებს იმ ქაოსს, რაც დღეს ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში არის“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

კითხვაზე - რამდენად მზად არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამისთვის, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სასიკეთო ცვლილებისკენ აუციელებელია პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაშიც კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთად უნდა მოქმედებდეს.

„თუ ნაბიჯი არ გადადგი, ამ შემთხვევაში ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ. ნაბიჯი გადადგმულია, აქედან გამომდინარე, მოტივაცია დიდია, თუმცა მხოლოდ კერძო სექტორი ვერაფერს იზამს; აუცილებელია, სახელმწიფოს მხარდაჭერა. იმედია, რომ ეს იქნება და, რა თქმა უნდა, ლოჯისტიკა ამ შემთხვევაში განვითადება“, - აღნიშნავს იგი.

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ და ლოჯისტიკურმა კომპანია "ბენე ჯგუფმა" ბიოლის ველნეს ცენტრში პირველი ფართო მასშტაბიანი ფორუმი - დისტრიბუცია და ლოჯისტიკა 2020 გამართა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი 200-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა და სადაც თბილისში ლოჯისტიკური ცენტრის მშნებელობასთან და რეგიონში საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად გადაქცევის შესახებ ისაუბრეს.