“ლორუკა" საზოგადოებას ტრადიციული, რაჭული ტექნოლოგიით დამზადებულ ლორს და ხორცის სხვადასხვა სახეობის პროდუქტს სთავაზობს. რაჭული ლორი, ამ კუთხის ტრადიციების განუყოფელი ნაწილია და სწორედ ეს ტრადიცია და წინაპრების მიერ დატოვებული მისი დამზადების უნიკალური რეცეპტი გახდა იმის საფუძველი, რომ მარიამ ლებანიძეს საკუთარი ბიზნესი დაეწყო და შეექმნა ბრენდი, რომელიც სახელიდან დაწყებული, პროდუქციის გემოვნური თვისებებით დასრულებული, გულგრილს არავის ტოვებს.
სტუმარი: მარიამ ლებანიძე - “ლორუკას” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად;