LVMH-ის სამიზნე ბაზარი, სავარაუდოდ, აშშ-ია. Bloomberg-ის ცნობით, LVMH-ი Tiffany-ის შესყიდვას გეგმავს და ამ მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის, Tiffany-ის საფონდო ღირებულება 12 მილიარდი დოლარია.
თავის მხრივ კი, Wall Street Journal-ი წერს, რომ LVMH მზად არის, Tiffany-ის აქციებში დაახლოებით, 120 აშშ დოლარი (თითო აქცია) გადაიხადოს. პარასკევს, საფონდო ბირჟაზე მათი ღირებულება 98,55 აშშ დოლარი იყო. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ორივე კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ცნობისთვის: Tiffany 182 წლის წინ დაარსებული ამერიკული საიუველირო კომპანიაა. ის მთელ მსოფლიოში
ჰოლივუდის ფილმით - "საუზმე ტიფანისთან", გახდა ცნობილი.