ლუცკში, ივანო-ფრანკოვსკსა და დნეპრში დიდი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ქალაქების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა დილის საათებში გაავრცელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორ ქალაქში ავიადარტყმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მათი ცნობით, შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ლუცკისა და ივანო-ფრანკოვსკის აეროდრომები.
3 ქალაქზე რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა:
„უკრაინის დიდი ქალაქები კვლავ დამანგრეველი დარტყმების ობიექტს წარმოადგენს. პირველი აფეთქება ლუცკში მოხდა და 2 საქვაბე სახლი გათიშა. ივანო-ფრანკოვსკში 3 ძლიერი აფეთქება მოხდა. დნეპრი კი კვლავ შეტევის ქვეშაა. რუსეთის დამანგრეველი ომი მშვიდობიანი მოქალაქეების და უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ გრძელდება“, - წერს პოდოლიაკი.




























