მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის ინდუსტრია ეკონომიკის მამოძრავებელია... საჭიროა Oktoberfest-ის მსგავსი ღონისძიებები - ხუნძაკიშვილი

63ad7f858acc6
თამთა ჯიჯავაძე
30.12.22 09:29
1308
ლუდის ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის კარგი მამოძრავებელია, - ამის შესახებ “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა Bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ „ეფეს საქართველოს“ გადასახადების სახით 0,5 მლრდ ლარი აქვს გადახდილი.

„ეს მცირე თანხა არ არის. ეს ინდუსტრია ეკონომიკის ამხელა კონტრიბუტორია“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა. მან ის გამოწვევებიც დაასახელა, რაც ლუდის ინდუსტრიას ზრდაში ხელს უშლის.

„ესენია ქვეყნის ეკონომიკის დონე, ინფლაცია, ფასების გაძვირება ყველა მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვების, ჩვენ ყველაფერი მარაგნაწილებით დაწყებული, ნედლეულით დასრულებული, იმპორტირებული გვაქვს და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ უფრო მეტად ვერ ვითარდები, ვიდრე სხვა ნებისმიერ პირობებში.

ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ინდუსტრიის განვითარება. თავად ლუდის მოხმარების კულტურის განვითარება, მაგალითად, ისეთი ფესტივალების ჩატარება, როგორიცაა Oktoberfest-ის მსგავსი ღონისძიებები. ლუდი არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, ეს იმისთვისაა, რომ ადამიანმა სიამოვნება მიიღოს. ქვეყანაში ბედნიერების დონე რაც უფრო მაღალია, ლუდის მოხმარების დონეც მაღალია“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები