მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის ინდუსტრიამ პრემიერს წერილი მისწერა

5e8f2e6ec0aff
ელენე გოგბერაშვილი
09.04.20 22:00
2711
ლუდის ბაზრის 4-მა მსხვილმა მოთამაშემ, „ნატახტარმა“, „ზედაზენმა“, „აისმა“ და „არგომ“, პრემიერს წერილი გაუგზავნა, სადაც ბიზნესი იმ საკითხების მოგვარებას ითხოვს, რაც გლობალური პანდემიის პირობებში მათ ოპერირების გაგრძელების საშუალებას მისცემთ.

როგორც „ნატახტარის“ კორპორატიულმა დირექტორმა, bm.ge-ს განუცხადა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ლუდზე აქციზის განაკვეთის შემცირებაა.

„ჩვენ ვითხოვეთ შემდეგი საკითხების მოგვარება, ეს არის პირველი - გადავადება გადასახადების გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე არის აქციზის გადასახადის შემცირება და დაყვანა იმ დონეზე, რა დონეზეც იყო გაზრდამდე, 5 წლის წინანდელ მდგომარეობაზე, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ გვქონდეს საბრუნავი საშუალება, წარმოება გავაგრძელოთ და დასაქმებულები შევინარჩუნოთ.

სტანდარტულ ლუდზე აქციზის განაკვეთი არის 60 თეთრი, თუმცა, გაზრდამდე იყო 40 თეთრი. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაახლოებით 40 თეთრზე დავიდეს ერთ ლიტრ სტანდარტულ ლუდზე გადასახადი. დღეს განაკვეთი ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით ითვლება.

პრაქტიკულად ვითხოვთ ერთ გრადუს ალკოჰოლის შემცველობაზე 12 თეთრიდან 8 თეთრამდე დაყვანას. 4 თეთრის სხვაობა საშუალებას მოგვცემს ის პრობლემები დავაკომპენსიროთ, რაც ფინანსური რესურსის დეფიციტით არის გამოწვეული.

მესამე საკითხია საკრედიტო-საგარანტიო სისტემის ამოქმედება, რაც დაანონსდა და რაც საშუალებას მოგვცემს წვდომა განვახორციელოთ ფინანსებზე არამარტო ჩვენ, არამედ სხვა მცირე და საშუალო კომპანიებმა. ეს არის ძირითადად ის თემა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დასმული“ - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები