მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa გერმანიის მთავრობისგან 9 მილიარდ ევროს მიიღებს

5ecceb28c8987
ნათია თაქთაქიშვილი
26.05.20 15:30
823
ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიყენებული ზარალის შესარბილებლად გერმანიის მთავრობა ევროპის მეორე ყველაზე მსხვილ ავიაკომპანიას, Lufthansa-ს, 9 მილიარდევროიანი პაკეტით დაეხმარება.

"გერმანიის მთავრობამ Lufthansa-სთვის წარმოადგინა უპრეცედენტო ხსნის პაკეტი. ჯამში საუბარია 9 მილიარდ ევროზე, რომელიც საავიაციო სფეროში 135 ათას დასაქმებულს შეეხება, რათა სფერო გაუმკლავდეს იმ რთულ დროს, რომელშიც ყველამ ამოვყავით თავი", - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა.

ფულადი დახმარების შედეგად გერმანიის მთავრობა კომპანიის 20%-იან წილს მიიღებს, იმ შესაძლებლობით, რომ სამომავლოდ კიდევ 5%-ის დამატებას შეძლებს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთავრობამ წილების არასასურველი გასხვისება დაბლოკოს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით, როცა კომპანია კვლავ ფეხზე დადგება, მთავრობა თავის წილებს გაყიდის.

აღსანიშნვია, რომ Lufthansa ამჟამად პანდემიამდელი ფრენების 1%-ს ასრულებს, ივნისის ბოლოსთვის გეგმავს, კვირაში 1 800 ორმხრივი რეისი შეასრულოს. ჯამში, კომპანია გეგმავს, მომდევნო თვეში 130 მიმართულებით განაახლოს ფრენა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები