მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუგარის ლაბორატორიაში "დელტა" შტამის 79 შემთხვევაა დადასტურებული - გამყრელიძე

60eea6836b518
ინგა მურუსიძე
14.07.21 13:00
749
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანულ შტამთან ერთად "დელტა" შტამიც ცირკულირებს.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში „დელტა" შტამის 79 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არსებული გათვლებით, „დელტა" შტამი 20%-ზე მეტად ცირკულირებს.

„ეს მაჩვენებელი გაიზრდება და წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბრიტანულ შტამს სწორედ „დელტა" შტამი ანაცვლებს, რომელიც ხასიათდება მეტი გადამდებობით, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები