მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუის ვან გაალი “აიაქსში” დაბრუნდა

აიაქსი ლუის ვან გაალი

“აიაქსში” არეული სიტუაცია რომ არის, ეს უკვე ყველასთვის ნათელია. კლუბმა სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი გაათავისუფლა, რომელსაც სატრანსფერო პოლიტიკა მათ შორის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერიც დაუწუნეს. ამავდროულად კლუბი ვერ ახერხებს ხარისხიანი თამაშის ჩვენებას, ბოლო 60 წელში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს და 5 მატჩში მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული. 

სიტუაციის გამოსასწორებლად გუნდმა ლეგენდარულ ნიდერლანდელ მწვრთნელს ლუის ვან გაალს მიმართა, რომელიც  კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს საფეხბურთო-ტექნიკურ საკითხებში მისცემს რჩევებს. სამეთვალყურეო საბჭოში ლუისი იან ვან ჰალსტს შეცვლის, რომელმაც საბჭო უკვე დატოვა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ვან გაალი “აიაქსს” 1991 წლიდან 1997 წლამდე წვრთნიდა, რა დროსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა და აქედან ერთხელ, 1995 წელს მოაგებინა კიდეც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები