მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარემ“ შეფუთული გაყინული კრუასანის წარმოება დაიწყო

6450d30216da9
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.23 13:20
2495
„ლუკა პოლარემ“ შეფუთული გაყინული კრუასანის წარმოება დაიწყო.

როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპანია შეფუთული პროდუქტების კატეგორიას ავითარებს და შეფუთული ნაყინის წარმოების დაწყების შემდეგ მომხმარებელს გაყინულ კრუასანებს შეფუთვით სთავაზობს. მათი თქმით, ამგვარად „ლუკა პოლარეს“ Take Away მიმართულება უფრო გააქტიურდება.

ფილიალებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ კლასიკური კრუასანი გაყინული, დაფასოებული შეფუთვით შეიძინონ. შეფუთვაში 4 ცალი გაყინული კრუასანია, რომლის ღირებულება 12 ლარია.



„ჩვენმა კრუასანმა გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩვენს კაფეებში, ყოველ დილით ადგილზე ცხვება ბულანჟერიის ხაზი და ჩვენი სტუმრებისთვის ერთგვარი ტრადიციაა დილის ყავასთან ერთად ცხელ-ცხელი გემრიელობების მირთმევა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი სტუმრებისთვის კრუასანი გაყინული ფორმითაც შეგვეთავაზებინა, რომ სასურველ დროს და სასურველ ადგილას შეძლონ ახლად გამომცხვარის მირთმევა. ამ ეტაპისთვის შეფუთული კრუასანის შეძენა შესაძლებელია ჩვენს სრული ფორმატის ყველა ფილიალში. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ინდუსტრიული ნაყინის მსგავსად, ეს ხაზიც უფრო მასშტაბური გავხადოთ და ქართულ ბაზარზე, ნიშურ მარკეტებში გაჩნდეს პრემიუმ ხაზის კრუასანი“, - ამბობს „ლუკა პოლარეს“ დირექტორი თეა თაბაგარი.

„ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-ზე მეტი სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ხუთ ქალაქში 23 ფილიალით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები