ბელარუსის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინის უახლესი მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს.
საუდის არაბეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკო ამბობს, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება ორივე მხარის შემთხვევაში არარეალური იყო.
"დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ ნებისმიერი ნაბიჯი, რათა კომპრომისის გზით სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ თუ მხარეები ვერ გააცნობიერებენ, რომ ომის გაგრძელება აღარ შეიძლება, მაშინ იქნება კიდევ უფრო დიდი ესკალაცია და ვითარება გაუარესდება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ლუკაშენკომ რუსეთს ნება მისცა უკრაინაში შეჭრისთვის ბელორუსის ტერიტორია გამოეყენებინა. როგორც Reuters წერს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთი სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცირე წარმატებებს აღწევს, თუმცა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უზარმაზარი დანაკარგის ფასად.
ლუკაშენკოც აღიარებს, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისი აქვს. ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი მუდმივად იმეორებს, რომ ბელარუსი სამხედროები უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთი და ბელარუსი ერთობლივი ძალებით დაიცავენ თავს.




























