მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუკაშენკო ბელარუსში კრიპტობანკების შექმნას აკანონებს

ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში კრიპტობანკების შექმნასა და ფუნქციონირებას აკანონებს.

ახალი რეგულაციით, კრიპტობანკებად განისაზღვრებიან სააქციო საზოგადოებები, რომელთაც უფლება ეძლევათ, ტრადიციული საბანკო და საგადახდო ოპერაციები ბლოკჩეინზე განახორციელონ.

ბაზარზე შესასვლელად ასეთმა კომპანიებმა სავალდებულოა მიიღონ ლიცენზია და დარეგისტრირდნენ ეროვნული ბანკის სპეციალურ რეესტრში.

საპრეზიდენტო დეკრეტი ითვალისწინებს ორმაგ ზედამხედველობას: ფინანსურ მხარეს ეროვნული ბანკი გააკონტროლებს, ხოლო ტექნოლოგიურ და ოპერაციულ პროცესებს – ტექნოლოგიური პარკის სამეთვალყურეო საბჭო.

ლუკაშენკოს თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბელარუსი კრიპტოინდუსტრიის გლობალურ ცენტრად ჩამოყალიბდება და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები