ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა.
გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.
საერთო ჯამში, ბელარუსის პრეზიდენტის მიერ ნოემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებების ჩათვლით, შეწყალებულ პირთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია.




























