მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lukoil-ის ნავთობი ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენში აღარ გაივლის

6388d15da9c6d
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.22 20:20
1002
რუსული წარმოშობის ნავთობი, რომელიც კომპანია Lukoil-ის საკუთრებას წარმოადგენდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში აღარ გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ნავთობის გატარება ევროკავშირის ემბარგოს გათვალისწინებით მოხდება, რომელიც მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ამ თარიღის შემდეგ, ევროკავშირი საზღვაო გზით რუსულ ნედლ ნავთობს აღარ მიიღებს.

Reuters-ის თანახმად, ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის მიერ Lukoil-ის ნავთობის ტრანსპორტირების შეწყვეტა მხარდაჭერილი იყო მილსადენის დასავლელი აქციონერების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც BP-ი, Total-ი და Eni შედიან.

Reuters-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის 10% რუსული წარმოშობისაა და მათ შორის Lukoil-ის ნავთობის ტრანსპორტირებაც ხდება. სტატიის თანახმად, საუბარია წლიურად დაახლოებით 2 მილიონ ტონა ნედლ ნავთობზე.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარების აკრძალვის შემდეგ, Lukoil-ის აღნიშნული ნავთობი ჩრდილოეთის მილსადენ CPC-ში გადაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები