მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lukoil-ის, Rosneft-ის, Gazprom-ის აქციები მკვეთრად ეცემა

5e665215a6888
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 18:35
1348
ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსეთის უმსხვილესი ენერგეტიკული და საფინანსო კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად გაუფასურდა. ვარდნის მიზეზი გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. 

დღევანდელი დღე ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული - 30%-იანი ვარდნით გაიხსნა, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიუღწევლობამ განაპირობა, საპასუხოდ საუდის არაბეთმა სარეალიზაციო ნავთობის ფასი დაწია, რასაც მალევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ბარელი ნავთობის ფასი $30-ზე ქვემოთაც ჩამოვიდა (ამჟამად $32).

ვარდნას რუსეთის ეკონომიკაზე უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა; რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 75-მდე გაუფასურდა, რაც 2016 წლის შემდგომ, რუბლის გაუფასურების პიკს წარმოადგენს. 

ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი რუსული კომპანიების აქციების ღირებულება. კომპანიების მიხედვით კლება ასე გამოიყურება: 

Gazprom - კლება 18%;
Gazprom Neft - კლება 18%;
Lukoil - კლება 20.87%; 
Rosneft - კლება 22.47%; 
Sberbank - კლება 22.45%; 
SURGUTNEFTEGAS - კლება 18.25%; 
VTB BANK - კლება 14.2%. 

რა ხდება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე: 

აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსები თითქმის 7%-ით გაუფასურდა, რასაც ნიუ-იორკში სავაჭრო სესიის დროებით შეჩერება მოჰყვა. 

ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა. 

იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი 3%-ით დაეცა. 

ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის მთავარი ინდექსი კი 7.1%-ით დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები