მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვით საუდის არაბული Midad Energy-ც დაინტერესდა

lukoil

საუდის არაბეთის წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანია Midad Energy-მ რუსული ნავთობ-გიგანტის, Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ამ გადაწყვეტილებით ის შეუერთდა იმ ათამდე კომპანიას, რომლებიც Lukoil-ის ნავთობსაბადოების, გადასამუშავებლებისა და ათასობით ბენზინგასამართი სადგურის შეძენით არიან დაინტერესებული. მათ შორის არიან ამერიკული ნავთობ-გიგანტები, Exxon Mobil-ი, Chevron-ი და მსხვილი საინვესტიციო კომპანია Carlyle-ი. აქვე უნდა აღინიშნოს, Lukoil-ის უცხოური აქტივების საერთო მოცულობა $22 მილიარდად არის შეფასებული.

როგორც Reuters-ი წერს, Midad-ის შეთავაზება Lukoil-ის მფლობელებისთვის თანხის სრულად, ქეშის სახით გადახდას მოიცავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსულ კომპანიას თანხა სახაზინო დეპარტამენტის მიერ აქტივებზე დადებული სანქციების მოხსნამდე არ გადაეცემა. $22 მილიარდი იმ ნეიტრალურ ანგარიშზე განთავსდება, რომელზე წვდომაც ნავთობ-გიგანტს მხოლოდ სახაზინო დეპარტამენტის დასტურის შემდეგ მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ შტატებმა Lukoil-ის შესყიდვის ორი ინიციატივა უკვე დაბლოკა, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, Midad Energy-ს Gunvor-ისა და Xtellus Partners-ის ბედის გაზიარება არ მოუწევს, რადგან საუდის არაბული კომპანიის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი ჯერ არ არსებობს.

ცნობისთვის, Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების მიმართ ინტერესი პირველად ოქტომბრის თვეში, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ორ რუსულ ნავთობ-გიგანტს, მათ შორის Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მეტად სწორედ Lukoil-ს დაარტყა, რადგან მას ნავთობის საბადოების წილები, ასევე გადასამუშავებელი ქარხნები და ბენზინგასამართი სადგურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ერაყშიც ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები