მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუვრი გაძარცვეს - მუზეუმი ერთი დღით დაიხურა

პარიზი

საფრანგეთში, კერძოდ პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მონახულებად მუზეუმებს შორის ლიდერია, ერთი დღით დაიხურა. მიზეზი ძარცვაა.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მუზეუმიდან მოპარულია სამკაულები.

„დილით აპოლოს ოთახში მასშტაბური ძარცვა იყო. უცნობი პირები ლუვრის მუზეუმში სატვირთო მანქანაზე განთავსებული გარე სატვირთო ლიფტის გამოყენებით შევიდნენ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, „სამი ან ოთხი დამნაშავე იყო“. როგორც მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, ძარცვა მხოლოდ შვიდ წუთს გაგრძელდა და ეჭვმიტანილები მოტოციკლებით გაიქცნენ.

„ცხადია, ჯგუფი აკვირდებოდა ადგილს. ეს იყო ძალიან გამოცდილი ჯგუფი, რომელიც ძალიან სწრაფად მოქმედებდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამჟამად, მოპარული საგანძურის დეტალური სიის შედგენა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, აპოლოს ოთახში ინახება საფრანგეთის სამეფო გვირგვინის სამკაულები, ასევე საგანძური, მათ შორის ლუი XIV-ის ქვის ჭურჭლის კოლექცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები